Sophie Villy გაქურდეს

Sophie Villy გაქურდეს ახალგაზრდა ქართველი მომღერალი Sophie Villy (სოფი ხუციშვილი) გაქურდეს. ხელოვანი არ მალავს, რომ ამ შემთხვევამ 90-იანი წლები გაახსენა და დაუცველობის და შიშის განცდამაც თავი შეახსენა.

Sophie Villy:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო – 2 კვირის წინ, კანცელარიასთან, წესით ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ქუჩაზე, რომელზეც ყოველ 3 მეტრში კამერებია დამონტაჟებული, ჩემი სადარბაზოდან სატრანსპორტო საშუალება (მოპედი) მომპარეს.

გადის 2 კვირა და როგორც ვიგებ, საქმე ჯერ კიდევ არ არის აღძრული. ასევე მსმენია იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კამერებიდან მონაცემები იშლება.

მქონდეს თუ არა იმის იმედი, რომ ტრანსპორტის ქურდობას დღეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზულად და მკაცრად მიუდგებიან? თუ ისევ დაუცველობის და შიშის განცდით უნდა ვიცხოვრო, როგორც 90-ებში?!”