რობერტ სტურუა: “ოდესმე მომეკითხება…“

რობერტ სტურუა: "ოდესმე მომეკითხება...“რეჟისორი რობერტ სტურუა წელს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ხელოვანი მის ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს იხსენებს.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ:

„მე ბრალსა მდებდნენ გარეგნული ფორმებით გატაცებაში, მაგრამ თეატრი განა სანახაობა არ არის?..

მე ბრალსა მდებდნენ ეროვნული ქართული ტრადიციებიდან გადახვევაში, მაგრამ განა ქართული თეატრისათვის უცხოა ყველა დროის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი?..

მე ბრალსა მდებდნენ, რომ ჩემს ძიებაში მიწას ვწყდები, მაგრამ განა შეიძლება ასე იმსჯელო ფანტაზიაზე, რომელიც რეალობას ეფუძნება?!

მე ბევრ რამეში მდებდნენ ბრალს… ალბათ ოდესმე მომეკითხება…“