17 მაისი, 2018

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯი

დავით გარეჯი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს და ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული.

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

პოლონელმა ტურისტებმა დავით გარეჯის კედელზე, სხვა ვანდალების მსგავსად, თავისი ავტოგრაფი დატოვეს.

ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტო ინტერნეტში ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა.

ინტერნეტმომხმარებლებმა პოლონელი ტურისტების მონაცემების საზღვრის დაცვისთვის გადაგზავნა ითხოვეს, რათა დამნაშავეები ჯარიმის გარეშე არ გაუშვან ქვეყნიდან.

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯი