პირველად საქართველოს ისტორიაში – უნიკალური დოკუმენტები ხელოვნების სასახლეში

პირველად საქართველოს ისტორიაში - უნიკალური დოკუმენტები ხელოვნების სასახლეშისაქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის დიპლომატიურ არქივთან და ხელოვნების სასახლესთან პარტნიორობით წარმოადგენს გამოფენას სახელწოდებით „საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში (1918-1921)“.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა იხილოს საფრანგეთის დიპლომატიური არქივიდან შერჩეული უნიკალური დოკუმენტები, რომლებიც იმჟამინდელი საფრანგეთის დამოკიდებულებასა და ინტერესს ავლენენ კავკასიასა და საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

26 მაისს გამოფენა ხელოვნების სასახლეში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიესა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ჟან-ივ ლე დრიანის მიერ საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და ფრანგი დელეგატები.

ექსპოზიციის ნახვა ფართო საზოგადოებას ხელოვნების სასახლეში 27 მაისიდან 8 ივნისამდე შეეძლება.

გამოფენის ორგანიზატორი სამეცნიერო დარგში – კლერ მურადიანი (საფრანგეთის სამეცნიერო ეროვნული კვლევითი ცენტრის დამსახურებული დირექტორი).
გამოფენის კოორდინატორი – შორენა ციცაგი.

პირველად საქართველოს ისტორიაში - უნიკალური დოკუმენტები ხელოვნების სასახლეში