მომღერლების საჩუქარი 70 წლის მარინა ბერიძეს

მომღერლების საჩუქარი 70 წლის მარინა ბერიძესყველაზე მკაცრი მარინა ბერიძე იუბილარია. მას 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მომღერლებმა იუბილარს საჩუქარი გაუკეთეს.

ოთო ნემსაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, თიკა მახალდიანმა, ანი კეკუამ, გრიგოლ ყიფშიძემ, დათუნა მგელაძემ, ქეთი ორჯონიკიძემ და ალეკო ბერძენიშვილმა “ბრავო რექორდსში” სპეციალურად მარინა ბერიძისთვის სიმღერა ჩაწერეს.

“ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ იუბილარისთვის “მარონ 5”-ის ერთ-ერთი ჰიტი შეარჩია.