მოგისმენიათ ოთარ რამიშვილის აკრძალული სიმღერები?

მოგისმენიათ ოთარ რამიშვილის აკრძალული სიმღერები?მომღერალი ოთარ რამიშვილი კომუნისტებისთვის მიუღებელი ხელოვანი იყო. მის შემოქმედებაზე კომუნისტური ცენზურა მოქმედებდა და მომღერლის სიმღერები აკრძალული იყო. ამდენი წლის შემდეგ, ხელოვნებაზე ცენზურა კვლავ ბრუნდება, ამიტომ მომღერლის შვილი მიშიკო რამიშვილი მამის აკრძალული სიმღერების აჟღერებას აპირებს:

“კომუნისტების დროს, მამაჩემის ოთარ რამიშვილის სიმღერები აკრძალული იყო, ანუ კომუნისტური ცენზურა მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მის სიმღერებს ხალხი მაინც უსმენდა და ეტრფოდა. სიმღერები, რომელიც ძალიან ეწინაღმდეგებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას, დიქტატურას, კორუფციას, უსამართლობას და ა.შ.

ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს სიმღერები, მენტებზე (ძაღლებზე), მთავრობაზე და მრავალი სხვა. ლექსები და სიმღერები ხალხს ახარებდა.

აქედან გამომდინარე, რადგანაც ცენზურა შემოდის, მე ყველა იმ სიმღერას, რომელიც დღევანდელ რეალობას ერთი ერთში აღწერს, გავაცოცხლებ, შევასრულებ და ხალხს მოვასმენინებ, გავახსენებ დეპუტატებს და მთავრობას, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი.”