მერაბ ნინიძე დეზინფორმატორების მსხვერპლია

მერაბ ნინიძე დეზინფორმატორების მსხვერპლიამსახიობი მერაბ ნინიძე დეზინფორმატორების მსხვერპლი გახდა, რის გამოც, იძულებული გახდა სპეციალური განცხადება გაეკეთებინა.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა მსახიობმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიგო, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ აღმოჩნდა.

მერაბ ნინიძე:

“რა კარგი იქნებოდა, პალმის რტო რომ მომეგო წელს, მაგრამ არ მომიგია. მომიტევეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ წელს კანის ფესტივალზე. ასე თუ გაგახარებთ ეს ფაქტი, პირობას ვდებ, რომ ძალიან მალე მოვიგებ ოქროს პალმის რტოს.

მარად თქვენი, მერაბ ნინიძე”