26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. პოეტმა გოგლა ლეონიძემ ზუსტად 100 წლის წინ დაწერა ლექსი “26 მაისი”, რომელიც თითოეული ქართველისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ეძღვნება:
“ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,
დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.
ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი…
აცეცხლბული ტოპაზებით ამაყი სახლი.
მზე პერანგს იცვამს ყირიმზისას-მთებში ნაფარი;
რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..
საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,
აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;
ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა-
დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე…
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს…
-დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.
ნელდება ცეცხლის კოშმარები ოდრიკალები-
თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად…
და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.
მისრეთი…ჰინდი..ბაბილონი და ასურეთი.
ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,
ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.
დღეს სიხარული-ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,
როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..
ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა-
არმაზისაკენ!
ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.”