დაღესტნელმა ტურისტებმა დავით გარეჯის ფრესკები დააზიანეს

დაღესტნელმა ტურისტებმა დავით გარეჯის ფრესკები დააზიანესპოლონელი ტურისტების შემდეგ, დავით გარეჯის X საუკუნის უნიკალური ფრესკები დაღესტნელმა ტურისტებმა დააზიანეს.

ზვიად ანანიაშვილი:

“ვანდალი ტურისტები კვლავაც უმოწყალოდ ანადგურებენ გარეჯის ფრესკებს! ამჯერად დაღესტნელებმა “ივაჟკაცეს” – გუშინ შუადღის შემდეგ. (გარეჯა. მე-10 საუკუნის ფრესკა).”

ლადო მირიანაშვილი:

“ნეტავ, რატომ დადის ამქვეყნად ამდენი უტვინო, ტვინნაღრძობი და ბოროტი ადამიანი. გარეჯის უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე, ქტიტორების გამოსახულებებზე (XI საუკუნის დასაწყისი) ახალი ვანდალური წარწერა გაჩნდა, დაღესტნის ხსენებით. კიდევ კარგი, რომ წმინდა დავით გარეჯელის მიერ სასწაულების აღვლენის ამსახველი ფრესკები მეორე რეგისტრში, მიუწვდომელ სიმაღლეზე მდებარეობს თორემ, შესაძლოა, გაცილებით უფრო მძიმე შედეგი დამდგარიყო.

ამ მონასტერს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, რომელთაც თვითშეგნებისა და შინაგანი კულტურის სხვადასხვა დონე აქვთ, ამიტომ აქ მეთვალყურეების დაყენება სავალდებულოა. სახელმწიფომ მეთვალყურეების შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს, რადგან ეს ტერიტორია დღემდე სადავოა და შესასვლელი ბილეთების გაყიდვა არ მოხერხდება.”

პოლონელი ტურისტების შემდეგ, დავით გარეჯის X საუკუნის უნიკალური ფრესკები დაღესტნელმა ტურისტებმა დააზიანეს.