7 მაისი – საოცარი ისტორია თბილისზე

7 მაისი - საოცარი ისტორია თბილისზე – ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ… – ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს ტფილისის ჰამქარი:

“ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება!

დღეს 7 მაისია!

ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.

თითქმის არ მახსოვს თბილისში 7 მაისს, რომ არ ეწვიმოს! ეს “თითქმის” 2 წლის წინ მოხდა. 2015 წლის 7 მაისს არ უწვიმია.. 13 ივნისს იწვიმა! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.

ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…

ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”