12 მაისი, 2018

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი”

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი" ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი” შედევრად არის მიჩნეული. მთის არწივად წოდებული შემოქმედის ლექსები, მოთხრობები და პოემები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.

ალბათ ყველას გახსოვთ “ნიჭიერის” გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი, რომელიც ქვიშაზე ხატავდა. ნონამ ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი” ქვიშაზე ხატვით გააცოცხლა და მაყურებელს არაჩვეულებრივი სანახაობა და სილამაზე შესთავაზა.