10 მაისი, 2018

ივანე ჯავახიშვილის შესანიშნავი წერილი დედა ენაზე

ივანე ჯავახიშვილიისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” უძვირფასეს წიგნად თვლიდა და ქართულად აზროვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა:

“მე და “დედა ენა” ერთ წელს დავიბადეთ, იქნებ ამიტომაც მიყვარს ქართული სიტყვიერება ასე გაგიჟებით… ბევრი მიზეზი გვაქვს, ჩემი აზრით, “დედა ენას” სატრფოდ რომ გავუხდეთ, ის ხომ აზრის ამოკითხვის პირველი ბედნიერების მომნიჭებელია..

მსმენია, როგორ ხვეწდა იაკობ გოგებაშვილი თითოეულ მოთხრობას თუ ლექსს პატარა ქართველებისთვის, რომ მარტივიდან რთულ საკითხზე გადასვლა სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის. ყოველივეს კი, უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებაზე ამყარებდა.

“დედა ენა” ყველა ქართველის პირველი წიგნია და ის ჩვენთვის ძვირფასია და ახლა, წარმოიდგინეთ, რაოდენ ძვირფასი შეიქნება ყველა ქართველისთვის პირველი უნივერსიტეტი, უამრავი წიგნისა და ცოდნის სავანე, ქართული მეცნიერების საყდარი, სადაც სტუდენტები ქართულ ლექციებს მოისმენენ და ქართულად აზროვნებას ისწავლიან.”