14 მაისი, 2018

ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი ახალგაზრდებს

ექვთიმე თაყაიშვილი: "ეგ მინდა გითხრათ, ახალგაზრდებო!"საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის 1918 წელს გაკეთებული ჩანაწერი ახალგაზრდებისთვის მიძღვნილი ერთგვარი ანდერძია:

“არ ვუწონებ დიდ თაობას, თავის ჭკვაზე რომ უნდათ ახალგაზრდების მოქცევა. მე-14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემსა და ჩემ სიძეს არ ეპიტნავებოდათ. ერჩივნათ სოფლის მწერალი ვყოფილიყავი, რადგან შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. მე ცივი უარი ვუთხარი, ვერც სოფლის იდილიით გამიტაცეს და ვერც უსახსრობამ დამჯაბნა!

ეგ მინდა გითხრათ, ახალგაზრდებო, რად უნდა აკეთოთ ის რაც სხვას უნდა თქვენ მაგიერ?! გულისთქმას მიჰყევით.. რა იცით, რომ დამეჯერებინა, რამდენი ძეგლი დაგვრჩებოდა აღმოუჩენელი.

ეცადეთ, არ გაფანტოთ ნიჭი და სამშობლოს გამოადგეთ! მით უმეტეს, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსება სულ უფრო და უფრო გიახლოვდებათ. ეს საქმე თქვენთვის კეთდება, ამ საქმეს უძღვნა თავი ივანემ, საქართველო, უმადლოდე მას!”