დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალს, ილია ჭავჭავაძეს, კონსტანტინე არსაკიძეს, არსენა მარაბდელს, იულიუს კეისარს, ალფრედ ჰიჩკოკს, ალ კაპონეს ან თუნდაც უოლტ დისნეის არჩევნებში რომ მიეღოთ მონაწილეობა, გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მათი საარჩევნო პლაკატები?
არა? სამაგიეროდ ამაზე კოტე იანტბელიძემ იფიქრა და საკმაოდ ორიგინალური ვერსიებიც შექმნა.
“როგორი იქნებოდა ისტორიული პიროვნებების საარჩევნო პლაკატები” – ასე ეწოდება ნამუშევრებს, რომლებიც კოტე იანტბელიძემ ფართო საზოგადოებას წარუდგინა.