ხატია ბუნიათიშვილმა რეკორდი მოხსნა

ხატია ბუნიათიშვილმა რეკორდი მოხსნაპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავს. მის მოსასმენად დარბაზში ყოველთვის ანშლაგებია.

ხატია 13 აგვისტოს როიალ ალბერტ ჰოლში კონცერტს გამართავს. პიანისტი მსმენელისთვის გრიგის საფორტეპიანო კონცერტს ესტონეთის საფესტივალო ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ორკესტრს მსოფლიოში ცნობილი ესტონელი დირიჟორი პაავო იარვი უდირიჟორებს.

ხატიამ რეკორდი მოხსნა – კონცერტამდე სამი თვით ადრე კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი ელვის სისწრაფით გაიყიდა.