ტარიელ ხარხელაური: “იხრწნება ენა, მამული, რწმენა, ღირსება მთლიანად”

ტარიელ ხარხელაური: "იხრწნება ენა, მამული, რწმენა, ღირსება მთლიანად"პოეტი ტარიელ ხარხელაური თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული შემოქმედია. მისი ლექსები ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზეა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ· მნიშვნელოვანია.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც დღევანდელობას ყველაზე მეტად უხდება:

“ის მტკივა, – ისა რაც ყველა
გულს უნდა აჩნდეს იარად,
მამული, მხოლოდ მამული –
დღეს მიგდებული ტიალად.
კი მიკვირს ერის გონება
ასე რამ გაამტვრიანა,
ვერ ხვდება სამშობლოს ცაზე
რა შავი ჯანღი ტრიალებს…
იხრწნება ენა, მამული,
რწმენა, ღირსება მთლიანად,
სადაც ხმალს უნდა ვიქნევდეთ,
იქ მოგვკლა შიშით ჟრიალმა,
მზე ჩადის საქართველოსი –
მარტო დიდება კი არა.
***
ვიღვიძებ,
შიშის ჟრჟოლვა მომივლის,
შენც დაჰღვენთილხარ ცრემლად, სანთელო.
თენდება.
ცისკენ ხელაპყრობილი
დგას საქართველო.
***
ჩემს ბნელ თვალებში თრთის გველი –
უსაშინლესი ჩვენება,
ვის უნდა ჩემი ძირძველი
ჯილაგის გადაშენება!
დღეს შხამით აქრობს, იღლება,
დაგვნთქავს, დაგვნისლავს სიბნელე,
მთვარე რომ გადმოიღვრება,
ვმღერით წარმართულ სიმღერებს.”