პეტრე კოლხი: “არ გყვარებია, თუ მის თვალებში ღმერთი არ გინახავს”

14 მაისი, 2018

პეტრე კოლხი: "არ გყვარებია, თუ მის თვალებში ღმერთი არ გინახავს"ყველა ადამიანს სიყვარული სხვადასხვანაირად ესმის. ზოგისთვის ეს გრძნობა უსასრულო მოლოდინია, ზოგისთვის ელემენტარული ყურადღება, ზოგისთვის მუდმივი მონატრება.

პეტრე კოლხისთვის სიყვარული ასე ფორმულირდება:

“არ გყვარებია, თუ დაკარგვის შიში არ გქონია… არ გყვარებია, თუ ეჭვის ჭიას ძვლებამდე არ შეუჭამიხარ… არ გყვარებია, თუ უმიზეზოდ არ გიტირია… არ გყვარებია, თუ ბავშვივით ბოლო ხმაზე არ გიცინია. არ გყვარებია, თუ არაადექვატური არ ყოფილხარ… არ გყვარებია, თუ სტიგმები, სტერეოტიპები, საზღვრები არ დაგიმსხვრევია… არ გყვარებია, თუ ყველა ,,არ შეიძლებას” წინააღმდეგ არ წასულხარ… არ გყვარებია, თუ ფრთების გარეშე არ გიფრენია. არ გყვარებია, თუ ქაღალდის ნავით არ გიმგზავრია… არ გყვარებია, თუ მის თვალებში ღმერთი არ გინახავს… არ გყვარებია, თუ ,,სხვაგან არ ყოფილხარ”!..