ოთარ იოსელიანი რუსეთს: “დაგვიბრუნეთ სოჭი!”

ოთარ იოსელიანი რუსეთს: "დაგვიბრუნეთ სოჭი!"რეჟისორ ოთარ იოსელიანისთვის საყვარელი საქმე კინოს გადაღებაა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კინოს გარდა, პოლიტიკაზეც უწევს საუბარი.

“ბიბისის” რუსული რედაქციის ჟურნალისტმა ალექსანდრ კანმა ქართველ რეჟისორთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ფილმების გარდა, ოთარ იოსელიანმა პოლიტიკაზეც ისაუბრა და რუსეთს სოჭის დაბრუნება მოსთხოვა.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– საქართველო თქვენს თანამედროვე ფილმებში “შანტრაპა” და “ზამთრის სიმღერა” მუდმივად ბრძოლის ადგილია, სადაც სულ ქაოსია, ქვემეხები ისვრიან, ადამიანები ერთმანეთს ესვრიან. ჩნდება მოსაზრება, რომ თქვენი შეხედულება ამ ქვეყანაზე მართლა ასეთია. არა?

– ვფიქრობ, ქვემეხები რუსეთიდან საქართველოსკენ ისვრიან და არა პირიქით…

– არა, არ ვამბობ, რომ ისინი რუსეთისაკენ ისვრიან…

– საქართველოში ქვემეხებს სროლა არ შეუძლიათ, რადგან იქ არავინაა, ვისაც შეიძლება ესროლო.

– საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი…

– აფხაზეთის ომი რუსეთმა გააჩაღა. აფხაზეთი სამთავრო იყო. ეს საქართველოს ძველი სახელწოდებაა. აფხაზეთის სამთავრო იოსებ სტალინმა ავტონომიურ რესპუბლიკად გადააქცია. ოსეთიც ავტონომიური ოლქი გახდა, არადა ეს მაჩაბელის სამთავრო იყო. სოჭიც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ. სერგო ორჯონიკიძემ სოჭი რუსებს აჩუქა. თუ რუსეთს ყირიმი მიაქვს, მაშინ დაგვიბრუნეთ სოჭი!”