ნატალი სამადალაშვილი გარდაიცვალა

ნატალი სამადალაშვილი გარდაიცვალასამოდელო სააგენტო “ნატალის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნატალი სამადალაშვილი გარდაიცვალა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ცნობილი ქართველი მოდელის აღმოჩენა.

სამოდელო სააგენტო “ნატალი” ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც სამოდელო ბიზნესი წამოიწყო და წლების განმავლობაში წარმატებულ პროექტებსაც ახორციელებდა.

ნატალი სამადალაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ვიზაჟისტმა ანუკა მურვანიძემ გაავრცელა:

“ნატა, ჩემო საყვარელო. როგორ ვერ გნახე და როგორ ვერ გეჭორავე ჩვენებურად. ჩემ სამზარეულოში ჭორაობა და შენი პაპიროსის გაბოლება, ყავა და ბევრი საინტერესო პროექტის განხილვა!! რამდენი რამე გავაკეთეთ ერთად.”