თეონა კონტრიძე: “მხოლოდ სიყვარულის ენა”

თეონა კონტრიძე: "მხოლოდ სიყვარულის ენა"– მხოლოდ სიყვარულის ენა. მხოლოდ თავისუფლება. ამინ! – ამბობს მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელმაც სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველ ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

“ეგრეთ წოდებული აბლავების მეტი რა მაქვს ნანახი 90-იან წლებში, კლუბერობის დროს …. საშინელი გრძნობაა…

გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ! ზოგი ერთობა რესტორანში სმით, ხინკლით და ბოზებით, ზოგს აღარ უნდა ღვინო-დუდუკი-ქალები და უნდა კლუბი…

სხვა მეთოდი ნარკო დილერების ასაყვანი არის უთვალავი. არ არის საჭირო ბარბაროსობა და ვიკინგობა ამისათვის.

მოსკოვმაც კი ჩაიფსა შიშით თბილისის გუშინდელი კადრების ხილვის მერე… გული გასკდა!

არ შეიძლება ახალგაზრდებზე სახის ახევა. არ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების გაგულავება. ეს ენა აღარ მუშაობს. არა! მხოლოდ სიყვარულის ენა. მხოლოდ თავისუფლება. ამინ!”