დათა თავაძის გერმანული წარმატება

დათა თავაძის გერმანული წარმატებაახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე გერმანიაში მიიწვიეს. ქალაქ კარლსრუეში მან დრამატურგ დავით გაბუნიასთან ერთად სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” დადგა. მათთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთმა ქართველმა – კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა, რომელმაც წარმოდგენისთვის მუსიკა დაწერა.

სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” კარსლრუეს თეატრის და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. მისი პრემიერა 6 მაისს კარლსრუეს თეატრშია დაგეგმილი. სპექტაკლი კარლსრუეში ევროპული კულტურის დღეების ღონისძიებების ეგიდით იქნება წარმოდგენილი.