გურამ რჩეულიშვილი: “ადამიანო, იცოდე სიყვარული”

გურამ რჩეულიშვილი: "ადამიანო, იცოდე სიყვარული"ეს სიტყვები მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა თავის დღიურში ჩაწერა. ეს მოკლე ფრაზა XIX საუკუნეში სულ უფრო და უფრო აქტუალურია:

“…სანამ ვცოცხლობ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოგიზგიზე მუგუზალი, რომელსაც სიყვარული ჰქვია ადამიანისა, ზოგჯერ მარტო ქალისა, გაქრეს ჩემს გულში, მაშინ მე მოვკვდები.

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ მიგიზგიზებს მუგუზალი, საწვავის მიმწოდებელი ადამიანს ყოველთვის ეყოლება. მთავარია, იცოდე დროებითი განელებისას ცეცხლის შენახვა, მოვლა, თორემ თუ ჩაქრა, ძნელად რომ აანთო.

ადამიანო, იცოდე სიყვარული და როცა გიყვარს, არ ამოსწურო შენში ეს გრძნობა ერთი სიყვარულისთვის – შეინახე უძვირფასესი სიყვარული შენივე მოძმისათვის.”