გელა დაიაური: “რატომ დავკნინდით?”

გელა დაიაური: "რატომ დავკნინდით?"– არ მწამს იმ ქართველი კაცის და ქალის, ვინც სხვა ეროვნების წარმომადგენელს ამჯობინებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას, – აცხადებს პოეტი გელა დაიაური:

“არ ვარ რასისტი, არ ვარ დისკრიმინაციის მომხრე, მაგრამ ვაჟა-ფშაველას “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” რასაც გვასწავლის, იმის მჯერა. მჯერა იმის, რის გამოც ჩემმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. (ჩვენმა წინაპრებმა).

რატომ ამოვაფარეთ ჩვენი სიბეჩავე “ვაიჰუმანიზმს” და “ვაიმიმტევებლობას”? ჩემს ოჯახში როცა შემოდის ადამიანი, იმან ყოველთვის სტუმრად უნდა იგრძნოს თავი, პატივის სცეს ყველაფერ იმას, რაც ჩემს ოჯახშია. არ მწამს იმ ქართველი კაცის და ქალის, ვინც სხვა ეროვნების წარმომადგენელს ამჯობინებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

რატომ დავკნინდით? რამდენს ვაბედინებთ? რამდენის უფლებას ვაძლევთ? ეს ტელევიზიები აგებული ხართ სენსაციურ გადაცემებზე და ღუპავთ ერს და ქვეყანას. მომავალი მოგთხოვთ პასუხს ყველას და უფლის სამსჯავრო, ღვთისმშობილი ქვეყნის ასე მოფრთხილებისთვის და მოვლისთვის!”