11 მაისი, 2018

ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში

ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში12 მაისს თბილისში კომპანია „აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი” ჩაატარებს პროექტს „ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში“.

12 მაისს 20 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელიც მიეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს.

14 მაისს 12 საათზე კი თბილისის N2 ხელოვნების სკოლაში მასტერკლასები ჩატარდება.

პროექტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ალტისტი არჩილ ხარაძე, რომელიც 25 წელია წარმატებულ პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა საფრანგეთში. მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება იაპონური წარმოშობის ფრანგი მევიოლინე იული კუროდა, რომელიც ბახის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატია (პარიზი).

პროექტში ასევე მონაწილეობს თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, პიანისტი მანანა გოცირიძე.

კონცერტებზე შესრულდება მოცარტის, ბრამსის და მილსტეინის ნაწარმოებები.

პროექტის მიზანია სამუსიკო სკოლების დახმარება ქართველი ემიგრანტი მუსიკოსისა და მისი იაპონური წარმოშობის ფრანგი მევიოლინიეს მიერ ჩატარებული მასტერკლასებით, მათი მდიდრი პედაგოგიურ გამოცდილების გაზიარება, სიმებიანი საკრავების პოპულარიზაცია და მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესება ხემიანი საკრავებით.

პროექტი პირველად გასულ წელს დიდი წარმატებით ჩატარდა, რამაც 2018 წელს მისი გაგრძელება განაპირობა.