4 მაისი, 2018

გია ეძგვერაძე: “სამშობლო ენაა – კულტურის უმთავრესი ძირი და საყრდენი!”

გია ეძგვერაძე: "სამშობლო ენაა - კულტურის უმთავრესი ძირი და საყრდენი!”მხატვარი გია ეძგვერაძე დარწმუნებულია, რომ მოსაზრება ეკონომიკა და რწმენა გადაგვარჩენს, მცდარია. მისი აზრით, სამშობლოს შენარჩუნების და გაძლიერების ყველაზე სწორი გზა ენის გაძლიერებაა:

“სამშობლო არც ზღვაა, არც ცა და არც… ადამიანი – სამშობლო ენაა! კულტურის უმთავრესი ძირი და საყრდენი! და თუ სამშობლო გინდა არ დაკარგო და გაძლიერდეს უნდა გაძლიერდეს ენა. ანუ: – აზროვნება ამ ენაზე! ამ ენაზე აზროვნებას კი სჭირდება ამ ენაზე მოაზროვნეთა დაფასება და მათი აქტიურობის დინამიკის დაქოქვა.

ასევე უაღრესად საჭიროა მოწინავე მოაზროვნეთა თარგმანები, ამ თარგმანების სემინარული დამუშავება ერში და ერის აზროვნების მსოფლიოს სტანდარტამდე აყვანა! აი ეს ამაგრებს ერს და რაც არ უნდა პატარა იყოს უტეხს და შეკრულს ხდის. ენა/აზროვნება.

ნუ არ იჯერებთ და…ეკონომიკა გადაგარჩენს და რწმენაო (კაცმა რომ არ იცის ეს რა არის ქართულ კონტექსტში – სიბნელის მეტი), ან ტყლაპი, ჩურჩხელა და განდაგანაო, ან ჩონგურიო! თქვენს პატრონს და ჩვენი ერის ბედს – თქვენისთანები რომ საზღვრავენ!”