BBC-მ ახალი სერიალის ტრეილერი ქართული შრიფტით გააფორმა

7 აპრილი, 2018

BBC-მ ახალი სერიალის ტრეილერი ქართული შრიფტით გააფორმატელეკომპანია BBC-მ სერიალი The City & the City ბრიტანელი ავტორის ჩაინა მიევილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. The City & the City-ს მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი და მკთხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

BBC-მ სერიალის ტრეილერი ქართული შრიფტით გააფორმა. სამწუხაროდ, უცხოენოვანი ტექსტი და ქართული თარგმანი ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც გივი მებუკემ სრულიად სამართლიანად გააპროტესტა:

“კარგია, რომ მოსწონთ ჩვენი ფონტი, მაგრამ ვინმემ აუხსნას სიტყვების მნიშვნელობა და ის, რომ ქართულია… თორემ პედოფილური ტექსტები აქვთ დასაწყისშივე…”

 

გააზიარეთ

 
...