19 აპრილი, 2018

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრშინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაარსებიდან 90 წლის იუბილე იზეიმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი გაიმართა, რომელსაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრნენ. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი.

საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები გერმანიიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უნგრეთიდან და რუსეთიდან.

საიუბილეო კვირეული მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში მოწყობილი გამოფენით გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული აფიშები და სახელგანთქმული ქართველი მხატვრების ესკიზები, რომლებმაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის ეპოქა შექმნეს.

დასკვნითი საიუბილეო საღამო 18 აპრილს გაიმართა. პირველი ნაწილი დაეთმო მოზარდ მაყურებელთა თეატრის პერფომანსს, სადაც წარმოდგენილი იყო სცენები სპექტაკლებიდან: „აურზაური არაფრის გამო“, „მაუგლი“, „კუკარაჩა“, „ნაცარქექია“, “თაგუნები და ყველი“, „სევილიელი დალაქი“, „ირინეს ბედნიერება“, „ზამთრის ზღაპარი“, „ჩვენ გველის დიდება“, „Evangelion”, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჯუჯა ცხვრირი“…

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

საიუბილეო საღამოს მეორე ნაწილი კი დაჯილდოვებებს და მილოცვებს დაეთმო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა დიმიტრი ხვთისიაშვილი, თამარ მამულაშვილი და სერგო შვედკოვი. ღირსების მედალი კი გადაეცათ თამაზ გველებიანს, ნათელა გიორგაძე-პაატაშვილს, მარიკა გოგიჩაიშვილს, თამაზ გორჯოლაძეს, იოსებ მოლოდინაშვილს, ნათელა ჩიტაძეს და ნელი ჯავახიშვილს.

კულტურის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ უმაღლესი ჯილდო – ხელოვნების ქურუმი მიანიჭა აივენგო ჭელიძესა და ბერტა ხაფავას.

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელმა გიორგი გეგეჭკორმა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო გადასცა ნათელა მაჭავარიანს, თამარ მამულაშვილს და ნინო ლეჟავას.

უშანგი ჩხეიძის სახელობის ჯილდოს მფლობელები გახდნენ იოსებ მოლოდინაშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი და დავით ხახიძე.

ამაგდარის წოდება მიენიჭათ იოსებ ხაინდრავას, ნელი ჯავახიშვილს, ნინო ჩხიკვიშვილს, მარიკა გოგიჩაიშვილს, აზა ნუცუბიძეს, სერგო შვედკოვს, გიორგი ჩინიკის, მარგარიტა ხოშიკიანს, დარეჯან გველებიანს, ეთერ ასანიძეს, თამაზ გორჯოლაძეს და ანაიდა როზეს.

გოგუცა კუპრაშვილის ჯილდო გადაეცათ ნათელა პაატაშვილს, ნათია კუპატაძეს და მაია ხორნაულს.
რეზო თავართქილაძის სახელობის ჯილდო მიიღეს ნიკოლოზ ფაიქრიძემ, ირაკლი გოგოლაძემ და ნიკა ნანიტაშვილმა.

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მწერალთა კავშირის მესვეურებმა რევაზ მიშველაძემ და მაყვალა გონაშვილმა ილია ჭავჭავაძის პრემია დიმიტრი ხვთისიაშვილს მიანიჭეს.

მწერალთა კავშირმა კიდევ ერთი ჯილდო – ღვაწლმოსილის წოდება გასცა, რომლის მფლობელებიც პავლე ნოზაძე, ოთარ ბაღათურია და ნუგზარ ყურაშვილი გახდნენ.

რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემოქმედელმა კი უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიით მსახიობი პავლე ნოზაძე დააჯილდოვა.

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში