28 აპრილი, 2018

პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას არაჩვეულებრივი ძეგლი

პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას არაჩვეულებრივი ძეგლი 1937 წლის რეპრესიებს შეწირული გენიალური მხატვრის პეტრე ოცხელის მიერ შესრულებულ ესკიზებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს საზოგადოება. მის მიერ სპექტაკლისთვის “ურიელ აკოსტა” შექმნილი ესკიზები კი ყველასგან გამორჩეულია.

მარჯანიშვილის თეატრის წინ პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას ძეგლი დაიდგა. მისი ავტორი დოდოშკა ჩხეიძეა. ”ურიელ აკოსტა” კოტე მარჯანიშვილმა 1929 წელს დადგა და ურიელის როლზე უშანგი ჩხეიძე დააკავა.

ეკატერინე მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი:

“ესე გაცოცხლდა ეს 90 წლის წინ ჩაფიქრებული ბიჭი დღეს.
დღეიდან ასე ისუნთქებს აქ, ჩვენთან.
ძეგლი… პეტრიკელაა და მისი სამყარო. ძეგლი ყველას, ვინც ამობუგეს, გააქრეს და გაანადგურეს.”