29 აპრილი, 2018

“მგზავრები” ბერლინის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე

"მგზავრები" ბერლინის მუსიკალურ დაჯილდოვებაზეჯგუფი “მგზავრები” მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე მოხვდა.

ჯგუფის ვიდეორგოლი 2018 წლის ბერლინის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვებაზეა ნომინირებული.

ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა. ნომინანტთა შორისაა “მგზავრების” სიმღერაზე ”PROMISE” შექმნილი ვიდეორგოლი.

ბერლინის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვებაზე წელს ნომინირებული არიან ბიორკი, ელტონ ჯონი, ფერჯი და სხვა ცნობილი ხელოვანები.