27 აპრილი, 2018

მანანა აბრამიშვილი: “დიდი ტყუილი!”

მანანა აბრამიშვილი: "დიდი ტყუილი!"რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი თავისი საქმის ერთგულია და საჯარო განცხადებების გაკეთებით არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად ხელოვანმა დუმილი დაარღვია:

“როგორ დაგვღალა და მოგვაბეზრა თავი ყველა დროის მთავრობამ! ძველმაც, ახალმაც, უფრო ძველმაც, არსებულმაც! არ შეიძლება მთავრობა საერთოდ რომ არ გვყავდეს?! რაც ცოცხალი ვარ, ჯერ არცერთი მთავრობა არ ყოფილა ნაღდი და პასუხისმგებელი იმისა, რაც დაპირება აქვთ თავში.

ძალიან მომბეზრდა რაა… დიდი ტყუილი! დიდი ტყუილია ყველანაირი მთავრობა! ჩანს უკვე კარგად ჩვენი მომავალი.

მალე საქართველო და ქართველები აღარ იქნება! ალბათ ეს ჯერ კიდევ ედიკას დროიდან დაიწყო და დღემდე მოდის! სულ ცოტა დარჩა და… მიმხვედრი გააგრძელებს.”