30 აპრილი, 2018

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კოსტიუმში

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კოსტიუმშიმსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობს. ჯერ იყო და გიორგი ქებურიას კაბასა და სათვალეებში იპოზიორა, შემდეგ ავთანდილის კოსტიუმი მოირგო, ახლა კი თამუნა ინგოროყვას ქურთუკს დაადგა თვალი.

ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ქურთუკში გადაღებული ფოტო ინტერნეტში გაავრცელა. ქურთუკი თამუნა ინგოროყვამ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის შექმნა.