4 აპრილი, 2018

ზურა პირველი: “ნუ ჩამქოლავთ!”

ზურა პირველი საქართველოში უცხოელების მომრავლებაზე– ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტებაა – ამიტომ, ნუ ჩამქოლავთ! – აცხადებს მსახიობი ზურა პირველი და საქართველოში უცხოელების მომრავლებაზე საკუთარ პოზიციას ასაჯაროვებს:

“პარიზის მთავარი ქუჩის, ელისეის მინდვრების მხოლოდ 8% ეკუთვნით ფრანგებს, დანარჩენი უცხოელებისაა (ასე იყო, სანამ ლტოლვილების ტალღა გაიზრდებოდა), მაგრამ პარიზი პარიზია! ამით ფრაგულობას არ კარგავს!

საქართველო და ქართველობა, ჩემი აზრით, სხვანაირად უნდა შენარჩუნდეს და არა უცხოელების თბილისიდან გაყრით!

თუ არაქართველების გაკეთებული არაფერი არ გინდათ, მაშინ დაანგრიეთ თბილისი – ნახევარზე მეტი არაქართველების აშენებულია!

რაც ბოლო წლებში შენდებოდა (გლდანი და ვერა რომ დაემსგავსა ერთმანეთს), სწორედ ესაა ქართველების აშენებული!

ნელ-ნელა იწყება დუღილი საქართველოში უცხოელების მომრავლებაზე… ალბათ მალე აგორდება და დაიწყება გამოსვლები, მიტინგები და უცხოელების დისკრიმინაცია და შევიწროვება…

…და რაც მნიშვნელოვანია, ის ტრადიციულად ისევ გვერდზე დარჩება…

ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტებაა – ამიტომ, ნუ ჩამქოლავთ!”