ეროვნული ბანკის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და თავისი არქიტექტურით თუ შიდა მოხატულობით, ნამდვილად ანალოგი არ გააჩნია. სამწუხაროდ, ამ ისტორიულმა შენობამაც იგივე ბედი გაიზიარა, რაც ძველი შენობების უმეტესობამ – შიდა მოხატული კედლები ჩამოფხიკეს, ფანჯრები დახსნეს და სარემონტოდ ამზადებენ.
მაია კიკაბიძე, რეჟისორი:
“ძეგლთა დაცვა მოკვდა!!!
ეროვნული ბანკის უნიკალური, ისტორიული და ყველაზე განსხვავებული შენობა, რომლის არქიტექტურის მსგავსი საქართველოში არ არსებობს გამოჩიჩქნეს! შიდა მოხატული კედლები ჩამოფხიკეს, ფანჯრები დახსნეს და ვინც არ იცის, იმათ აგოიმებენ, რომ რესტავრაცია კეთდებაო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რა გაუჭირდა, რომ სხვა შენობაში ვერ დაისადგურებდა. რატომ მიმდინარეობს თბილისს არქიტექტურს “ევრორემონტიზაცია”? რატომ კლავთ უნიკალურ შენობებს? რა დაგიშავათ თბილისმა?”