5 აპრილი, 2018

გიგა კვენეტაძე: “გამოვფხიზლდეთ!”

გიგა კვენეტაძე: "გამოვფხიზლდეთ!"– საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი ბრალია ყველაფერი, – აცხადებს მომღერალი გიგა კვენეტაძე და ქართველებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:

“ქართველო ერო, მართლმადიდებელო და სტუმართმოყვარეო, გამოვფხიზლდეთ! ნუ ვაბრალებთ ჩვენს დღევანდელობას ნურც მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობას”, ნურც ბიძინა ივანიშვილის “ოცნებას”.

საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიყოთ აგრესიულები, ძმას შევაგინოთ, იმიტომ რომ მან შეცდომა დაუშვა, შევურაცხყოთ ჩვენი ძმის მრწამსი, რწმენა და ამას “სიტყვის თავისუფლება” ვუწოდოთ.

ჩახედეთ თვალებში საკუთარ შვილებს და მიხვდებით, რომ თქვენი არჩევანი მცდარია და ჩვენს გაერთიანებას არ გულისხმობს, ვინც არ უნდა იყო შენ და რომელი ფრთის წარმომადგენელი, მიუტევე და გაერთიანდი საკუთარი მომავლის და სამშობლოს საკეთილდღეოდ.”