შანსი ქართველი მოცეკვავეებისთვის ჯანეტ ჯექსონისგან

21 აპრილი, 2018

შანსი ქართველი მოცეკვავეებისთვის ჯანეტ ჯექსონისგანმსოფლიო ვარსკვლავი ჯანეტ ჯექსონი მოცეკვავეებს შანსს აძლევს.

როგორც მომღერლის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნებისმიერ მოცეკვავეს შეუძლია მომღერლის ფავორიტი გახდეს.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა მოცეკვავემ შეჰთეგით #DanceWithJanet უნდა ატვირთოს 30 წუთიანი ცეკვის ვიდეო ჯანეტის ერთ-ერთ სიმღერაზე Twitter-ზე, Facebook-ში, Instagram-ზე და Musical.ly-ზე.

– მაჩვენეთ რა შეგიძლიათ! – ეს არის მთავარი გზავნილი მოცეკვავეებისადმი, რომლითაც ჯანეტ ჯექსონი მთელ მსოფლიოს მიმართავს.

მომღერლის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობა ყველასთვის თავისუფალია.