ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლითქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გარდაიცვალა.

88 წლის მსახიობის გარდაცვალება ათასობით მაყურებელმა გულწრფელად განიცადა.

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:

“ყველას რომ გული დასწყდა, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც – წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული, წლები არ გახსენებია არც ერთ რეჟისორს, არც ღონისძიებებზე იწვევდნენ, არც არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ…

იყო ცოცხალი, მაგრამ არავის ახსოვდა… ალბათ მხოლოდ უბრალო ხალხს, მის მუდმივ მაყურებელს, რომელიც ახლა გულით დასტირის და ამ ლეგენდარული კლიპის ავტორს ახსოვდა სულ – ანრი ჯოხაძეს…

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით ანრი ჯოხაძის გადაღებულ საოცარ კლიპში….

ლეგენდები ჩვენში რჩებიან სულ.”