რობერტ სტურუა კიდევ ერთხელ დააჯილდოვეს

15 აპრილი, 2018

რობერტ სტურუა კიდევ ერთხელ დააჯილდოვეს80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რეჟისორი რობერტ სტურუა დააჯილდოვეს.

ჯილდო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში გადაეცა.

რობერტ სტურუა თეატრალურ ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა.

პირველად ეს ჯილდო შარშან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო, წელს კი ჯილდოს მფლობელი რობერტ სტურუა გახდა.

გააზიარეთ

 
...