პეტრე კოლხი: ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ…”

3 აპრილი, 2018

პეტრე კოლხი "მხოლოდ ქართულის" ჟიურის მიმართავს“რუსთავი 2”-ზე ახალი მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყო. სოფო ნიჟარაძემ, მარინა ბერიძემ და გიორგი უშიკიშვილმა მთელი საქართველო შემოიარეს და ქართული სიმღერის ყველაზე კარგი შემსრულებლები შეარჩიეს.

შოუს პირველივე სატელევიზიო ეთერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთ-ერთი კონკურსანტის ქეთი პირველის მიერ “ჟღალი მიმინოს” შესრულებამ ჟიური გააოცა, რადგან სიმღერა არასდროს მოესმინათ.

პეტრე კოლხი აცხადებს, რომ ჟიურის წევრებს ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ:

“თვალი მოვკარი გადაცემას ,,მხოლოდ ქართული”…

არაფერს ვამბობ მუსიკალურ შეცდომებზე. ამ მხრივ ჟიურის წევრები ჩემზე და ალბათ, ბევრზე გამოცდილები არიან, მაგრამ ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ… ცოტა მესირცხვილა, ეს ტექსტი სასაცილოდ რომ აიგდეს…

ახლა მაინც შეატყობინეთ ქალბატონებს და ბატონს, რომ ლექსი არჩილ სულაკაურს ეკუთვნის და გიორგი ლეონიძის მონატრებას მიუძღვნა…

ისე კი, აფხაზეთში მებრძოლი ბიჭებიც მღეროდნენ… აქ მთელი ისტორიაა… ისტორია, რომელიც არ ვიცით… და ვინაიდან არ ვიცით, ვიხალისეთ და აბუჩად ავიგდეთ…

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა!..”

გააზიარეთ

 
...