პეტრე კოლხი აღდგომას ულამაზესი ლექსით გვილოცავს

პეტრე კოლხი აღდგომას ულამაზესი ლექსით გვილოცავსსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური პეტრე კოლხი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეებს ულამაზესი ლექსით ულოცავს:

“გული ისე გამალებით მიცემს,
თითქოს ავცდი დახავსებულ მიწას.
მართლის სისხლით შეიმოსა სივრცე,
ქრისტე აღდგა, მის სიცოცხლეს ვფიცავ!..

სულში დადის ნაბიჯები ჩქარი,
გამიწითლა თხემისფერი ფერდი.
დღეს შეაღეს სასუფევლის კარი,
გიხაროდენ, ქრისტე აღდგა მკვდრეთით!..”