პანტომიმის თეატრი ჩარეცხეს

23 აპრილი, 2018

პანტომიმის თეატრი ჩარეცხესსაქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, რომელიც 1961 წლიდან ამირან შალიკაშვილმა დააარსა, ჩარეცხეს. თუკი აქამდე წყალი საგრიმიოროებსა და შემოსასვლელებში ჩადიოდა, ახლა უკვე სცენასა და პარტერში წყალი უწვეტი ნაკადით ჩადის.

ვიდეოს პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსი ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რათა პანტომიმის თეატრმა მუშაობა ვერ შეძლოს.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

“ვიცი, რომ ეს სპეციალურად გაკეთებულია, მაგრამ რაც არ უნდა წყალი დამასხათ თავზე, რაც არ უნდა დენი ჩამიჭრათ, რაც არ უნდა ნაგავი მაყაროთ, მაინც არ გამოვა არაფერი, მაინც არ დაიხურება ეს თეატრი, მაინც გავიმარჯვებთ და მაინც ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა.

თუკი აქამდე წყალი ჩამოდიოდა შემოსასვლელებში და საგრიმიოროებში, ახლა უკვე გადავიდნენ სცენაზე, პარტერზე, შუა სპექტაკლის დროს… ამიტომ თქვენ თვითონ დაასკვენით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა ხდება.

იმედია, ხვალ-ზეგ ეს თეატრი ძალიან ცუდ დღეში არ დაგხვდებათ.”