პაატა გულიაშვილის ლექსი ნიკო გომელაურს

16 აპრილი, 2018

პაატა გულიაშვილის ლექსი ნიკო გომელაურს ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი პაატა გულიაშვილი ლექსებს წერს.

მან ერთ-ერთი ლექსი გარდაცვლილ კოლეგას ნიკო გომელაურს მიუძღვნა:

“გუშინ ღამით დამესიზმრა ნიკო
უცნაურად უცნაური იყო,
მომესალმა, როგორ ხარო.. ბიჭო,
არ ველოდი, ახლაც მასზე ვფიქრობ.
რაღაც წიგნი მომაწოდა ხელში
წაიკითხე ახალია ლექსი…
მომენატრა ჩემიანი ყველა
ერთხელ კიდევ დამანახა ნეტა…
მე თბილისი მენატრება ჩემი
ყველა შვილის ჟრიამული მესმის,
მომენატრა ჩემი ქუჩა, სახლი
ჩემი სიყრმე, შეწყვეტილი წამი.
არ იტიროთ, არაფერი მიჭირს
აქ კალამი ისევ ისე მიჭრის,
გამომიტყდნენ აგვერია რაღაც
ბოდიშს გიხდით, გვჭირდებოდი აქაც.
ცოტა მანდ ვარ ცოტა კიდე აქ ვარ,
ვერ დავლაგდი ამერია თავგზა,
აქ სულ ყველა გადავრიე თითქმის,
ფრთები შემხვდა უსასრულო რიგში…
ნიკო ვნახე გვიან ღამით ძილში,
გამეღვიძა, ვერ ვჩერდები, ვტირი
რაღაც ლექსი მომაჩეჩა ხელში
თითქოს ბურთი გამეჩხირა ყელში…
ხომ ვამბობდი, არ ვაპირებ წასვლას
ავასრულე, თქვენთანა ვარ ახლაც.”