ოთარ ჭილაძე – “დღეს წითელი პარასკევია…”

ოთარ ჭილაძე - დღეს წითელი პარასკევია“დღეს წითელი პარასკევია” – ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძემ წლების წინ გააკეთა, მაგრამ თუ ყურადღებით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა:

“დღეს წითელი პარასკევია, ზეგ აღდგომაა! უკანასკნელ წლებს თუ გავაანალიზებ, ლიკანში უნდა ვიყო უკვე, მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია საამისოდ. ვნახოთ, ამჯერად, ვინ “გაიღებს მოწყალებას”, ვინ გადაიხდის ჩემი საგზურის ფულს, რომლის ყიდვაც თავად არ შემიძლია – ექვსი პოეტური კრებულის, რასინის, ბაირონის, ლონგფელოს, პუშკინისა და სხვათა მთარგმნელს, ოთხი გამოცემული რომანის ავტორს.

ასეთია სულიერ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში იმ ხალხისა, რომლებსაც ღირსებისა და სინდისის მეტი აღარაფერი გააჩნიათ და ისიც ეეჭვებათ, სჭირდება თუ არა ვინმეს მათი ღირსება და სინდისი! ასე რომ, ხვალ, შეიძლება, გაცილებით ნაკლები აღმოვჩნდეთ “ასეთები”, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლება ნებისმიერი პიროვნების სინდისსა და ღირსებაში არ იხდის ფულს. უფრო ნათლად თუ ვიტყვით, მშვენივრად იცის, ვინ არჩინოს და ვინ მიაგდოს ბედის ანაბარა. სხვათაშორის, არასოდეს შეშლია და იმედი უნდა ვიქონიოთ, არც მომავალში შეეშლება.”