ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა

26 აპრილი, 2018

ნიკოლოზ ფაიქრიძის, თამარ ლორთქიფანიძის და ლევან გვაზავას სულ სხვა ამპლუა29 აპრილს 18 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სამი მსახიობის უჩვეულო შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

სამ მსახიობს ნიკოლოზ ფაიქრიძეს, თამარ ლორთქიფანიძეს და ლევან გვაზავას მაყურებელი განსხვავებულ ამპლუაში იხილავს.

ნიკოლოზ ფაიქრიძე საზოგადოებას პოეტურ კრებულს „ერთი ლექსის ძიებაში“ წარუდგენს. მის ლექსებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წაიკითხავენ.

მსახიობი და მომღერალი ლევან გვაზავა სიმღერის „შენ“ კლიპის პრეზენტაციას მოაწყობს, რომელიც ნიკოლოზ ფაიქრიძის ლექსზე შეიქმნა.

მსახიობი თამარ ლორთქიფანიძე კი საზოგადოებას მის მიერ შექმნილ პორტრეტებს წარუდგენს.