ნანი ბრეგვაძისგან გულნატკენი ლია ელიავა

2 აპრილი, 2018

ნანი ბრეგვაძისგან გულნატკენი ლია ელიავა ლია ელიავა 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გულმა უმტყუნა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსახიობი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, რის გამოც მას ბევრმა გული ატკინა.

რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი იხსენებს ისტორიას, რომელიც ლია ელიავას და ნანი ბრეგვაძეს უკავშირდება:

“იმ ქალმა, დღეს მოსკოვებში რო მღერის, 90-იანებში საჯაროდ, ტელევიზიით ეძახა ზვიად გამდახურდიას მომხრეებს “სუნიანი ზვიადისტები”.

ერთმა ქართველმა ინტელიგენტმა (ინტელიგენტმა და არა ინწელიგენტმა) დაურეკა კნეინა ნანის და პირდაპირ ჰკითხა:

“ნანი, როდის შეგაწუხე ჩემი სუნით, დამიკონკრეტე…”

ეს ამბავი თვით იმ ქალბატონისგან ვიცი და ის ქალბატონი იყო ლია ელიავა…

…დამხობამდეც საჯაროდ აფიქსირებდა თავის პოზიციას და დამხობის მერეც. ინფარქტი გადაიტანა ნერვიულობის ნიადაგზე და ბოლოსაც გულმა უმტყუნა 1998 წელს, 62 წლის ასაკში…”

გააზიარეთ

 
...