მოუსმინეთ პატრიარქის სიმღერას პაატა ბურჭულაძის შესრულებით

11 აპრილი, 2018

პაატა ბურჭულაძემ პატრიარქის ახალი სიმღერა ჩაწერაოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ახალი სიმღერა ჩაწერა.

სიმღერა მისმა უწმინდესობამ ვაჟა ფშაველას ლექსზე შექმნა. საორკესტრო ვერსიაზე ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა.

ილია მეორის ახალი ნაწარმოები პაატა ბურჭულაძესთან ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა “შვიდკაცამ” შეასრულა.

 

გააზიარეთ

 
...