ლუკა ჩიქოვანი ოქროს პალმის რტოს ნომინანტია

12 აპრილი, 2018

ლუკა ჩიქოვანი ოქროს პალმის რტოს ნომინანტიაკანის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზის – ოქროს პალმის რტოს მოპოვება მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო პრიზია.

წელს იტალია კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოპოვებას ალიჩე როჰვახერის ფილმით “ბედნიერი ლაზარე” (Lazzaro felice) შეეცდება. რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს  8-19 მაისს ჩატარდება.

ფილმში ერთ-ერთ მთავარი როლს 24 წლის ლუკა ჩიქოვანი თამაშობს, რომელიც თბილისში დაიბადა, თუმცა ახლა იტალიაში ცხოვრობს და მას მსმენელი იტალიელ მომღერალად იცნობს.