ვაჟა მანიას უდიდესი წარმატება ბერკლიში

28 აპრილი, 2018

ვაჟა მანიას უდიდესი წარმატება ბერკლიშიმომღერალი ვაჟა მანია მაყურებელმა “ჯეოსტარიდან” გაიცნო. მან თავისი ცხოვრება ბოლომდე მუსიკას დაუკავშირა და სწავლა ბერკლიში განაგრძო.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უამრავი მუსიკოსისთვის საოცანებო სასწავლებელში ქართველმა მომღერალმა წარმატებას მიაღწია. ამის დასტურია ის, რომ მაისში ვაჟა მანია ბერკლის წითელ დიპლომზე ამთავრებს.

სამწუხაროდ, მომღერალი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადადის.