“დედა ენა! დედა ენა!” – რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს

14 აპრილი, 2018

"დედა ენა! დედა ენა!" - რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ ათასობით ადამიანი დაიძრა. საქართველოს მოსახლეობამ არ მისცა საშუალება საბჭოთა კავშირს, საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გაეუქმებინა.

ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

”უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ,” – იგონებდა ედუარდ შევარდნაძე.

ამ მოვლენის უკვდავსაყოფად 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ყოველ წელს დედა ენის ძეგლთან დედა ენის ბაღში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.