გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

16 აპრილი, 2018

გერგეტის სამებაში იატაკი აყარესგერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა.

ია თაბაგარი:

“მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერგეტის სამებაზე აპირებენ იატაკის რეკონსტრუქციას, ასევე პროექტი შეტანილია სააგენტოში იატაკის გათბობის დასამონტაჟებლად! ჯერ არავინ იცის დამტკიცდება თუ არა პროექტი, თუმცა იატაკის ნაწილი უკვე აყრილია!

ალავერდის მონასტრის ეზოში ახალი შენობა ააშენეს, ვანის ქვაბებში შუა საუკუნეები ქვევრებზე ტურისტები დარბიან, ჩანგრეულია დიდი ნაწილი. ყოველ დღე გვესმის ძეგლების დაზიანების, ნგრევის, “რემონტის” შესახებ.

ისე წაიშლება ისტორია, რომ 10 წლის შემდეგ ალბათ სათქმელიც აღარ დარჩება არაფერი. გთხოვთ გამოთქვათ აზრი, როგორ მოვიქცეთ, იქნებ კულტურის დაცვის საზოგადოება შევქმნათ? ან სტრატეგია? რამე უნდა ვიღონოთ სასწრაფოდ!”

გააზიარეთ

 
...