მსოფლიო ვარსკვლავი ჯანეტ ჯექსონი მოცეკვავეებს შანსს აძლევს.
როგორც მომღერლის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნებისმიერ მოცეკვავეს შეუძლია მომღერლის ფავორიტი გახდეს.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა მოცეკვავემ შეჰთეგით #DanceWithJanet უნდა ატვირთოს 30 წუთიანი ცეკვის ვიდეო ჯანეტის ერთ-ერთ სიმღერაზე Twitter-ზე, Facebook-ში, Instagram-ზე და Musical.ly-ზე.
– მაჩვენეთ რა შეგიძლიათ! – ეს არის მთავარი გზავნილი მოცეკვავეებისადმი, რომლითაც ჯანეტ ჯექსონი მთელ მსოფლიოს მიმართავს.
მომღერლის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობა ყველასთვის თავისუფალია.